ჩინეთის ცენტრალური კომიტეტის გაზეთმა ჯეკ მა ქვეყნის კომუნისტური პარტიის საპატიო წევრად დაასახელა

7

ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი კომპანია Alibaba-ს დამაარსებელი და მისი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჯეკ მა ჩინეთის ცენტრალური კომიტეტის ოფიციალურმა გაზეთმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ოფიციალურ წევრად დაასახელა.

გაზეთმა ჯეკ მა 100 ადამიანს შორის დაასახელა, რომლებმაც ჩინეთის რეფორმების პოლიტიკაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

“მის მიერ დაარსებულმა Alibaba Group-მა, ელექტრონული კომერციის მსოფლიოს უმსხვილესი პლატფორმა შექმნა, რომლის ტრანზაქციების წლიური მოცულობა ტრილიონობით იუანია”, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოცემის თანახმად, ჯეკ მას მიერ დაარსებული კომპანია მოხვდა მსოფლიოს უმსხვილეს ათ კორპორაციას შორის სავაჭრო კაპიტალიზაციის კუთხით.

“ეს ჩინეთს საერთაშორისო ბაზარზე, ელექტრონული კომერციის თვალსაზრისით წამყვან მოთამაშედ აქცევს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გამოცემა არ აზუსტებს დროსა და თარიღს, თუ როდის შევიდა ჯეკ მა ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში.

Forbes ჯეკ მას ქონებას 35,8 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს. 2018 წელს ბიზნესმენი ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი გახდა. სექტემბერში მან განაცხადა, რომ Alibaba-ის ხელმძღვანელის პოსტის დატოვებას აპირებდა. თანამდებობას იგი თავის მორიგ დაბადების დღეს – 2019 წლის 10 სექტემბერს დატოვებს. პენსიაზე გასვლისას კი, ჯეკ მა მასწავლებლობას და ქველმოქმედებაში ჩართვას აპირებს.

Comments
Loading...