- Advertisement -

ჩინეთის სავალუტო რეზერვები რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცა

3

აშშ-სთან სავაჭრო ომის ფონზე, ჩინეთის სავალუტო რეზერვები ოქტომბერში, ბოლო 18 თვის მინიმალურ მაჩვენებელს მიუახლოვდა. ქვეყნის რეგულატორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რეზერვები 33,93 მილიარდი აშშ დოლარით დაეცა და 3,053 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ეს დაცემის ყველაზე დიდი მაჩვენებელია 2016 წლის დეკემბრიდან მოყოლებული. აქამდე ექსპერტები ჩინეთის სავალუტო რეზერვების შემცირებას მხოლოდ ოქტომბერში 27 მილიარდი აშშ დოლარით, 3,06 ტრილიონ აშშ დოლარამდე ვარაუდობდნენ.

მომხდარი, ჩინეთის სავალუტო რეგულატორმა გლობალურ აქტივებზე ფასების კორექტირებასა და დოლარის ინდექსის 2,1%-ით გაზრდას მიაწერა.

ამ ეტაპზე ჩინეთის კომერციული ბანკების მიერ უცხოური ვალუტების სუფთა გაყიდვები 3 მლიარდი აშშ დოლარი იქნება. ამის შესახებ ჩინეთის სავალუტო კონტროლის სახელმწიფო სამმართველო საუბრობს. აღნიშნული თანხა, როგორც რეგულატორის წარმოამდგენელი აღნიშნავს, სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებლის 80%-ს შეადგენს.

ING-ის ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის შეხვედრაზე, რომელიც არგენტინაში, დიდი ოცეულის სამიტზე უნდა მოხდეს. იმ შემთხვევაში, თუკი ისინი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, იუანის კურსი 2019 წლის ბოლოსთვის შესაძლოა 7,3 იყოს.

Comments
Loading...