- Advertisement -

ჩინეთის პრეზიდენტი: ჩინეთიდან იმპორტირებული პროდუქცია 40 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს

3

ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის განცხადებით, მომდევნო 15 წლის განმავლობაში ჩინეთიდან იმპორტირებული პროდუქტი 40 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

მისი თქმით, ჩინეთის მიერ შემოტანილი საქონლის მოცულობა 30 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს.

სი ძინპინმა ასევე დასძინა, რომ იმპორტის მოცულობა 10 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს. ჩინეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარე ფაქტორებმა ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა.

ამა წლის სექტემბერში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის სავაჭრო მისიების წარმომადგენლობას, ჩინურ პროდუქციაზე ახალი ტარიფების დაწესების ამოქმედების შესახებ მუშაობის დაწყება დაავალა. ახალი ტარიფები 200 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის არის.

ახალი საბაჟო გადასახადები ჩინეთის მიმართ ძალაში 24 სექტემბერს შევიდა და წლის ბოლომდე 10%-იან დონე შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვრიდან მაჩვენებელი გაიზრდება და 25% გახდება.

Comments
Loading...