“ჩვენ ძალიან მალე გიმასპინძლებთ!” – “ვენდისა” და “დანკინის” პასუხი რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს

9

„ჩვენ ძალიან მალე გიმასპინძლებთ!“ – ასე პასუხობს „ვენდისა“ და „დანკინის“ საერთაშორისო ქსელის რესტორნების გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე ათასობით წერილს, რომლებიც კომპანიამ სოციალური ქსელით მიიღო ლოიალური მომხმარებლებისგან.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენთვის მთავარი საზრუნავი იყო, ყველაფერი გაგვეკეთებინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული წესებისა და რეკომენდაციების შესაბამისად. ჩვენ, ასევე, ვხელმძღვანელობდით ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით. მიუხედავად შეზღუდვებისა, ჩვენი გუნდი, მიტანის სერვისისა და Drive Thru მომსახურების გამოყენებით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას და უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით აწვდიდა ერთგულ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს. შექმნილ ვითარებაში მუშაობა, განსაკუთრებით კი პანდემიის გამოცხადებიდან პირველ დღეებში, საკმაოდ მძიმე იყო და გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ ჩვენს თანამშრომელს დაუღალავი შრომისა და მართლაც გმირობისთვის.

ჩვენ განვაგრძობთ მოწოდებული რეკომენდაციების მიხედვით მუშაობას და ვიწყებთ რესტორნების მზადებას სტუმრების მისაღებად, რაც გულისხმობს: ყველა რესტორნის შესასვლელში დეზობარიერის მოწყობას, სალაროსთან დამცავი მინის არსებობას, დარბაზის აღჭურვას ხელის სადეზინფექციო ხსნარით და მაგიდების დაშორებას დასაშვები დისტანციით. ამას გარდა, ჩვენი თანამშრომლები იმუშავებენ პირბადით, დამცავი ნიღბითა და ხელთათმანებით“. – აცხადებენ „ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნების ქსელის მმართველ გუნდში.

Comments
Loading...