“ჩვენ აქ ვართ, თქვენთვის” – “კარფური” კიდევ ერთი სოციალური კამპანიის მონაწილეა

23

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა „კარფურისთვის“ ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. საქველმოქმედო საქმიანობა კომპანიის პრიორიტეტია, რომელსაც ძირითადად ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებს. ამჯერად, მაღაზიათა ქსელი კიდევ ერთ კამპანიაში ჩაერთო.

საქველმოქმედო ფონდმა „ცხოვრება მშვენიერია“ ახალი სოციალური კამპანია წამოიწყო. სახელწოდებით – „ჩვენ აქ ვართ თქვენთვის“, რომელიც ყოველთვიურად სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს.

პირველი კომპანია, ვინც დახმარების სურვილი გამოხატა და ჩაერთო კამპანიაში – სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელი „კარფური“ გახლავთ. ფონდმა „ცხოვრება მშვენიერია“ და კარფურის წარმომადგენლებმა 9 ოქტომბერს 5 მრავალშვილიანი ოჯახი   მოინახულეს  და ისინი საკვებით, ტექნიკით, ტანსაცმლით, სათამაშოებითა და ჰიგიენური საშუალებებით მოამარაგეს.

ფონდი კამპანიას სიკეთის ელჩების თანამონაწილეობით ახორციელებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროს ცნობილი სახეები არიან.

საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2014 წლის 19 იანვარს შეიქმნა და სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორია. ფონდის ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი და მძიმე დაავადების მქონე ოჯახები არიან. ფონდი ისეთი პროქტების ორგანიზატორია როგორიც არის: #მოდითეატრში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქ. თბილისში არსებულმა 10-მა  თეატრმა. პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად დახმარება მიიღეს ბენეფიციარებმა განსაკუთრებულათ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით. ასევე, აღსანიშნავია პროექტი #სიცოცხლისათვის, რომლის შედეგად შეგროვილი სახსრები მოხმარდა „ბედნიერი სახლის მშენებლობას“- (ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვებისთვის).

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელს  საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს. კარფურისთვის, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. კომპანია ამ მიმართულებით  აქტიურად მუშაობს  და ბოლო 2 წლის განმავლობაში უკვე 50-მდე საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარა.

„ჩვენი გუნდისთვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი კომპონენტი – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში სრული ინტეგრაციის ხელშეწყობაა. ამ მიზნით, აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა პროფილის მქონე  ორგანიზაციებთან. ამჟამად, კომპანიაში რამდენიმე თანამშრომელია, რომლებიც სრულად არიან ინტეგრირებულნი „კარფურის“ გუნდში.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც ამ მიმართულებით განვახორციელეთ, იყო ევროკავშირის მხარდაჭერით დანერგილი პროექტი ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანაბარი საგანამანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობათა ადვოკატირება და ლობირება,“ რომელიც მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ ინტეგრაციას და საგანმანათლებლო და დასაქმების სისტემაში ჩართვას. აღსანიშნავია, რომ ამ  კუთხით წლის ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებლის წოდება მოვიპოვეთ, რაც დიდი  პატივია „კარფურის“ მთელი გუნდისათვის. „ -აცხადებს კრისტოფ ორსე, კარფურ საქართველოს გენერალური მენეჯერი.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად  „კარფური“ ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვადასხვა  ასაკის  პირებს, მარტოხელა დედებს, მრავალშვილიან ოჯახებს. ასევე, თბილისსა და რეგიონებში, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ობოლ ბავშვებს, ომის ვეტერანებს, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, მძიმე დაავადების მქონე ბავშვებსა და მოხუცებს.

კომპანიას თავისი წვლილი შეაქვს რეგიონში განათლების განვითარებაში, რაც გულისხმობს რეგიონებში ბიბლიოთეკების წიგნებით მომარაგებასა და სხვა აქტივობებს.

„აღსანიშნავია, რომ გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი ქალაქ თბილისის 203-ე საჯარო სკოლასთან, სადაც 143 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი სწავლობს.

გარდა იმისა, რომ ხშირად ვსტუმრობთ სკოლას და ვიკვლევთ მათ საჭიროებებს, ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში. მაგალითისათვის, გვქონდა ამ ბავშვების პანტომიმის თეატრში დაპატიჟების ბედნიერება, რამაც დიდი სიამოვნება მოგვანიჭა. ზოგი მათგანი თეატრში პირველად იყო, ამიტომაც ეს ფაქტი ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა მათთვის.

ვთანამშრომლობთ განსაკუთრებით მძიმე დაავადებების მქონე მოხუცების რეაბილიტაციის ცენტრთან, რომელსაც სისტემატურად უზრუნველვყოფთ საკვებით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მემორანდუმი გავაფორმეთ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ემაუსთან,“ რომლის ფარგლებშიც ძალიან საინტერესო პროექტს ვახორციელებთ, რომლის მთავარი იდეაა, ტანისამოსს, რომელსაც აღარ ვიყენებთ, მივცეთ „მეორე სიცოცხლე“  და ამ გზით დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

პროექტის ფარგლებში, ჩვენი მაღაზიების ქსელში მეორადი  ტანსაცმლის კონტეინერები დავდგით,  რომლებშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მოათავსოს ტანისამოსი და ამით კეთილ საქმეში წვლილი შეიტანოს. აღსანიშნავია, რომ კონტეინერებში მოთავსებულ ტანსაცმელს შემდგომში პროექტში დასაქმებული სოციალურად დაუცველი ადამიანები ახარისხებენ.

მოხარულები ვართ, რომ უკვე შესაძლებლობა მოგვეცა, არა მარტო ადამიანების დახმარებით შემოვიფარგლოთ, არამედ ჩავერთოთ ცხოველთა უფლებების დაცვის პროგრამაშიც და შევუერთდეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წამოწყებულ ინიციატივას, რომელიც   მიზნად ისახავს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი და მოსახლეობის ტყვეობიდან გამოხსნილი მურა დათვების საკვები პროდუქტით უზრუნველყოფას.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი 4 მარტს მოვაწერეთ და მას მერე დათვების თავშესაფრის საკვებით სრულად უზრუნველვყოფთ.“ – -აცხადებს კრისტოფ ორსე, კარფურ საქართველოს გენერალური მენეჯერი.

„კარფური“ აგრძელებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივების განხორციელებას, რათა დაეხმაროს მოქალაქეებს პანდემიის ტვირთის შემსუბუქებაში.

„კარფურის“ მიზანია, ამ გზით გამოხატოს თავისი ერთგულება იმ საზოგადოების მიმართ, რომელსაც ემსახურება; თავისი საქმიანობით იგი  ხაზს უსვამს, რომ ბიზნესი კიდევ უფრო მნიშვნელოვან და დიდ როლს შეასრულებს ხალხის დასახმარებლად პოსტ-კოვიდ პერიოდში.

Comments
Loading...