ჩეხეთში რუსული ნავთობის მიწოდება აღდგა

4

27 მაისს, ჩეხეთმა კვლავ დაიწყო რუსული ნავთობის იღება მილსადენ “დრუჟბას” მეშვეობით. მიწოდება ნედლეულის ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურების გამო იყო შეჩერებული.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სლოვაკეთიდან ჩეხეთს რუსული ნავთობის მიწოდება, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე აღუდგა, მას მერე, რაც სადგური Klobouky ამოქმედდა. სადგური ჩეხეთის ქალაქ ბრნოსთან მდებარეობს.

2019 წლის აპრილის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ რუსეთიდან, მილსადენ “დრუჟბაში” ნავთობი დაბინძურდა, რის შემდეგაც ევროპულმა კომპანიებმა რუსული ნედლეულის შესყიდვა შეაჩერა.

25 აპრილს კი, შეჩერდა რუსული ნავთობის მიწოდება უკრაინისა და სლოვაკეთის გავლით და შემდეგ ჩეხეთში, მილსადენ “დრუჟბას” გავლით.

Comments
Loading...