ჩაერთე ჯივიპის SMS სერვისში და იყავი ინფორმირებული

5

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მოსახლეობას SMS სერვისში გამარტივებული ჩართვას სთავაზობს. gwp-ის SMS სერვისში ჩართვისთვის მომხმარებელი მობილური ტელეფონიდან 90111-ზე აბონენტის ნომერს აგზავნის და მომენტალურად რეგისტრირდება.

აღნიშნული სერვისში ჩართული აბონენტები მუდმივად ინფორმირებულები არიან კომპანიის ტექნიკური სამუშაოების შესახებ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში SMS სერვისზე მარტივი რეგისტრაცია დამატებით 1000-ზე მეტმა აბონენტმა გაიარა.

SMS სერვისში ჩართულ მოსახლეობას, ტექნიკური სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა, შეუძლია ელექტრონული ქვითრის მოთხოვნა, სერვისზე რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომრის ან ელ.ფოსტის შეცვლა და დამატებით სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება.

კომპანიამ SMS სერვისში ჩართვის ანალოგიური ფორმა რუსთავის წყლისა და მცხეთის წყლის აბონენტებისთვისაც დანერგა.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ფეისბუქის, ვებგვერდის – www.gwp.ge და ცხელი ხაზის – 2 93 11 11 მეშვეობით.

Comments
Loading...