შუახევი ჰესმა გოდერძის ალპური ბაღის განვითარებისთვის 100 000 დოლარის ინვესტიცია განახორციელა

20

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ტურისტების მისაღებად ემზადება. ბაღის ინფრასტრუქტურული განვითარება კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ’’ დააფინანსა.

,,ჩვენ მხარს ვუჭერთ ისეთ ინიციატივებს, რომლებიც თანხვედრაშია ჩვენი კომპანიის ბიზნეს ფილოსოფიასთან და ღირებულებებთან, ეს მოიცავს გარემოზე ზრუნვას და ისეთ პროგრამებს, რომლებსაც აქვთ მდგრადი დადებითი ზეგავლენა შუახევი ჰესის ოპერირების არეალში მოქცეულ თემებზე. 2016 წელს „აჭარისწყალი ჯორჯიასა“ და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ჩვენმა კომპანიამ გამოყო 100,000 აშშ დოლარი გოდერძის ბოტანიკური ბაღის დასაფინანსებლად. ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია ტურიზმის სფეროში, რადგან მჯერა, რომ დროთა განმავლობაში ალპური ბაღი იქნება ერთ-ერთი მიმზიდველი, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტებისთვის.’’ – განაცხადა, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა პრაშანტ ჯოშმა.

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის პროექტი დაიწყო მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამების ფარგლებში, რომელსაც ახორციელებდა მერსი ქორსი საქართველო. ალპური ბაღის მიზანია აჭარის მრავალფეროვანი ბუნების იშვიათი სახეობების, ეკო-სისტემის დაცვა და კონსერვაცია, ამავდროულად ტურიზმის, განათლებისა და კვლევის რეგიონალური ცენტრის შექმნა.

ალპური ბაღი ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქტებისთვის დამატებითი ბაზრის შექმნას, რაც იქნება ერთგვარი სტიმული ადგილობრივი მოსახლეობისთვის მათი ეკონომიკური საქმიანობის განვითარებისთვის.

Comments
Loading...