შუახევი ჰესის მართვისთვის ქართველი ინჟინრები ემზადებიან

11

ქვეყნის უმსხვილესი ენერგო პროექტის, შუახევი ჰესის სამშენებლო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა, პროექტის გუნდი ოპერირებისთვის ემზადება. პარალელურად კი მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ოპერირებაში შესვლის საკითხებთან დაკავშირებით. ყველა შეხვედრა, ისევე როგორც კომპანიის მიერ დღემდე ჩეტარებული შეხვედრები, ადგილობრივების აქტიური ჩართულობით და კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობს.

შუახევი ჰესის თანამშრომელთა ტექნიკური გუნდის 90%-ს ქართველი ინჟინრები შეადგენენ, მათი ნაწილი ჯერ კიდევ 2016 წელს, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტიდან შეირჩა ჰესზე სტაჟირებისთვის და ყველა ეტაპი მშენებლობიდან-ოპერირებამდე, პროექტის გუნდთან ერთად გაიარა.

პირველ ეტაპზე შუახევი ჰესის ოპერირებას ქართველ ინჟინრებთან ერთად, საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ტექნიკური გუნდი განახორციელებს, სამომავლოდ კი ჰესის მართვას სრულად ქართველი ინჟინრები გაუძღვებიან.

შუახევიჰესი წარმოადგენს 187 მგვტ სიმძლავრის (გამომუშავება 450 გიგავატ-საათ ელექტროენერგია) ჰიდროენერგო პროექტს, რომლის მფლობელებს წარმოადგენენ ნორვეგიული Clean Energy Invest, ინდური Tata Power და მსოფლიო ბანკის წევრი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC. შუახევი ჰესი წარმოადგენს ერთადერთ პროექტს საქართველოში, რომელიც ერთდროულად ფინანსდება სამი წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ: ევროპის რეკონსტრუციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC.

Comments
Loading...