შრომის საშუალო საათობრივი ანაზღაურება ევროკავშირში 27,4 ევროს ტოლია

22

ევროსტატი ევროკავშირის წევრ 28 სახელმწიფოში საათობრივი ანაზღაურების დონის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.

ევროსტატის მონაცემების თანახმად, ევროკავშირის 28 ქვეყნის საშუალო საათობრივი ანაზღაურება 27,4 ევროს შეადგენს. ევროს ზონაში ეს მაჩვენებელი 30,6 ევროს ტოლია.

ყველაზე მაღალი საშუალო საათობრივი ანაზღაურება დანიაშია – 43,5 ევრო/სთ, ყველაზე დაბალი კი ბულგარეთში – 5,4 ევრო/სთ.

Comments
Loading...