შპს ფერიმ და სს დარიალი ენერჯიმ კორონა ვირუსთან ბრძოლის ფონდს ნახევარი მილიონი ლარი გადაურიცხა

14

შპს „ფერიმ“ და სს „დარიალი ენერჯიმ“ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიიღეს პანდემიის შედეგად გამოწვეული მდგომარეობის გამოსწორებაში თავისი წვლილი შეიტანონ და კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ნახევარი მილიონი ლარი გადარიცხეს.

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე შეუძლებელია იმ გამოწვევების გადალახვა, რის წინაშეც ახალმა ვირუსმა დაგვაყენა. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ სახელმწიფოს ამ ბრძოლაში – აცხადებენ კომპანიებში.

StopCov ფონდი სპეციალური პლატფორმაა, სადაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, სურვილის შემთხვევაში, შესალებლობა აქვთ, კორონავირუსთან საბრძოლველად ნებისმიერი ოდენობის თანხა გადარიცხონ. ეს თანხა მთლიანად მოხმარდება საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას თუ სხვა აუცილებლად გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსებას.

Comments
Loading...