შპს ინსეტმა სამშენებლო სამუშაოებისას “თბილისი ენერჯის” გაზსადენი დააზიანა

5

ჭოველიძის ქუჩაზე, საკანალიზაციო ქსელის მშენებლობის დროს „თბილისი ენერჯის“ საშუალო წნევის გაზსადენი დაზიანდა. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ინსეტი“ აწარმოებდა. მომხდარის შედეგად თბილისი ენერჯის 2500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა.

გაზმომარაგება შეუწყდა- ჭოველიძე-ბელინსკის, ძმ.ზუბალაშვილების, ძმ.კაკაბაძეების, ბაქრაძის, ხოშტარიას, თორაძის, კოსტავას, ნიაღვრისქ.4, მთაწმინდისქ.12/14, ჭონქაძისქ.24, მაყაშვილისქ.34, 36, რუსთაველის გამზ.52, დ. ყიფიანის ქ.29, 35 (მთაწმინდის ქ.27), ვუკოლბერიძის ქ.6, ივანე კერესელიძის, ჩირგაძის, ზანდუკელის, გოგებაშვილის ქ.29, 37, გოგებაშვილის III შეს.3, გუნიას, ჭონქაძის II ჩიხი 3, ბარნოვის ქუჩის დასაწყისს, ჩიტაძის ქ.10, 11, თარხნიშვილის ქ.2, პავლე ინგოროყვას ქ.19, 17/9 აპრილის ქ.5-სა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სამთავრობო დაცვის სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო, შპს ,,ტანდემი”, იტალიის საელჩო, ზუბალაშვილების ქუჩაზე– უზენაესი სასამართლო, მთაწმინდის რაიონის გეჰ+-გამგეობა, შპს ,,ვილაჯეო”, შპს ,,Aასტორია”, შპს ,,ბეტსი”, ი/მ ბადრი შალიკიანი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია, სს ,,გუდვილი”, შპს ,,აჭარაგრუპი”, შპს ,,სითილოფტი”, წმ.Nნინოსსახ.ეკლესია, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი (კინოს სახლი), შპს ,,გურმანიVI”, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, # 47 და #49-ე საჯარო სკოლები, ივ.ჯავახიშვილის სახ.უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლა, გოეთეს ინსტიტუტი და სხვა.

„თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები მობილიზებულები არიან. გაზის მიწოდების დროულად აღსადგენად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 16:00 სთ-დან და სრულად დასრულდება 21:00 საათამდე.

კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით და სხვისი დაუდევრობით შექმნილი დისკომფორტის გამო.

Comments
Loading...