- Advertisement -

შესაძლოა ერდოღანმა Iphone-ს ბოიკოტი გამოუცხადოს

53

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, განაცხადა, რომ შესაბამისს პასუხს გასცემს აშშ-ს, რომელმაც თურქეთთან ეკონომიკური ომი დაიწყო.

თურქეთის პრეზიდენტი ანკარაში ეროვნული ვალუტის დაცემასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა. Bloomberg-ის ინფომაციით, ერდოღანი აშშ-თვის პასუხის გაცემას ამერიკულ გაჯეტებზე უარის თქმით აპირებს. 

"მან, ვინც თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომი დაიწყო, ამისთვის პასუხი უნდა აგოს."-განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ეკონომიკურ სფეროში აშშ-ის აგრესიული ქმედებები მოქმედებეს არა მარტო თურქეთზე, არამეც სხვა ქვეყნებზეც: რუსეთი, ჩინეთი და კანადა.  

"ჩვენ შევქმნით და გავყიდით საუკეთესო პროდუქციას, რომელსაც უცხოურ ვალუტაში ვყიდულობთ. ასევე ჩვენ ბოიკოტს გამოვუცხადებთ ამერიკულ ტექნიკას… თუ მათ  iPhone აქვთ, სხვა მხარეს Samsung არსებობს" – აცხადებს პრეზიდენტი. 

Comments
Loading...