- Advertisement -

შენგელია: ლარი მიერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატს,მაქსიმალურად ცდილობენ დაიჭირონ

10

“მთავარი მიზეზი ლარის გაუფასურების, ჩვენ ამას მივაწერთ ბიუჯეტიდან არათანაბარ ხარჯვას. ასევე რეფინანსირების სესხების უკონტროლოდ გამოშვებას ეროვნული ბანკის მხრიდან.”, – ამგვარად შეაფასა “საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის” ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ “კურიერთან” ლარის გაუფასურება.

“მთავარი მიზეზი ლარის გაუფასურების, ჩვენ ამას მივაწერთ ბიუჯეტიდან არათანაბარ ხარჯვას. ასევე რეფინანსირების სესხების უკონტროლოდ გამოშვებას ეროვნული ბანკის მხრიდან. მაგრამ ბოლო პერიოდში, ახლა რაც ხდება არჩევნების მეორე ტურში გადავედით, ის უკვე მიერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატს და ცდილობენ რომ რაღაცნაირად მაქსიმალურად დაიჭირონ ლარი.

მთავრობის ეკონომიკური აპირებს შეამციროს საბიუჯეტო ხარჯები,მაგრამ ეს ხარჯების შემცირება მოსახლეობაში ფულის არასაკმარის რაოდენობას გამოიწვევს და გამოიწვევს ისევ გაჭირვებული ცხოვრების კიდევ უფრო გაუარესებას,” – განაცხადა ნიკა შენგელიამ

ცნობისთვის, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2 ლარი და 72 თეთრია.

Comments
Loading...