შემოსავლების სამსახური: სინამდვილეს არ შეესაბამება თიბისი ბანკის მიერ მომხმარებლებისთვის გაგზავნილი შეტყობინება

32

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, განმარტავს, რომ მცდარია და სინამდვილეს არ შეესაბამება თიბისი ბანკის მიერ მომხმარებელთა პირად მობილურ ტელეფონებზე გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინების შინაარსი, სადაც აღნიშნული ბანკი მათ ატყობინებს თითქოს, შემოსავლების სამსახურის მიერ, კომპენსაციის მიმღებ პირთა მიმართ, საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება განხორციელდა.

“კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ გლობალური პანდემიის გამო შემოსავლების დაკარგვით გამოწვეული პრობლემების დაძლევისა და კრიზისის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში, გარკვეულ პირებზე გაცემულ ფულად კომპენსაციებზე უწყების მიერ, არანაირი საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება არ მომხდარა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იმედოვნებს, რომ თიბისი ბანკის მიერ, შესაბამისი საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მოხდება მცდარი და უწყების რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფა.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...