- Advertisement -

შარლ ბოდლერის სიკვდილის წინ დაწერილი წერილი აუქციონზე 234 ათას ევროდ გაიყიდა

5

XIX საუკუნის ფრანგი პოეტის შარლ ბოდლერის სიკვდილის წინ დაწერილი წერილი, რომელიც მან ბალერინა ჟანნა დიუვალს მისწერა, საფრანგეთში გამართულ აუქციონზე 234 ათას ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, წერილი თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით სამჯერ უფრო ძვირად გაიყიდა. მყიდველის ვინაობა ჯერჯერობით არ ვრცელდება.

პოეტმა აღნიშნული წერილი 1845 წლის 30 აპრილს დაწერა და იმავე დღეს სცადა თვითმკვლელობა. ამის შემდეგ მან კიდევ 22 წელი იცხოვრა. 1857 წელს გამოიცა მისი ლექსების ცნობილი კრებული “ბოროტების ყვავილები”, რომელმაც მას პოპულარობა მოუტანა.

ბოდლერმა ბალერინა დიუვალი 1842 წელს გაიცნო. იგი პოეტის მუზა 20 წლის განმავლობაში იყო. პოეტმა მას უამრავი ლექსი მიუძღვნა. დიუვალი 1862 წელს სიფილისის გამო გარდაიცვალა. 31 წლის შემდეგ კი, 1867 წლის 31 აგვისტოს გარდაიცვალა თავად პოეტიც ამავე დაავადებით. იგი 46 წლის იყო. შარლ ბოდლერი პარიზის მონპარნასის სასაფლაოზე დაკრძალეს.

Comments
Loading...