- Advertisement -

ყიფიანი: ბოდიშს ვუხდი ოჯახს და საზოგადოებას

21

“ბოდიში საზოგადოებას, ჩემს ოჯახს იმ მდგომარეობისთვის, რაც ჩემს გარშემო შეიქმნა. მე დღეს მივეცი ჩვენება, მიმართულებას არ ვცვლი და მაქსიმალურად ვეცდები მოეფინოს ნათელი ამ მდგომარეობას.

რაც ხდებოდა ამ ფაქტთან დაკავშირებით… მე ამ კომპანიაში ვმუშაობდი 2015 წლიდან და ისე საქმე წარმოჩენილი თითქოს მე აქ მისული ვიყავი და მიგზავნილი. არა და არა, მე ვიყავი ამ კომპანიის ნაწილი, მქონდა ხელშეკრულება და ჩემი პირდაპირი ვალდებულება იყო დამემყარებინა კონტაქტი ხელისუფლებასთან და ბიზნესთან…”, – განაცხადა ყიფიანმა.

შეგახსენებთ, რომ “ომეგა ჯგუფის” საქმეზე, კონკრეტულად კი იმ ჩანაწერებზე, სადაც ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი მონაწილეობენ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

გუშინ, ლევან ყიფიანი დაბარებული იყო გამოკითხვაზე, თუმცა ამ უკანასკნელმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ სასამართლოში მივიდოდა გამოკითხვაზე.

Comments
Loading...