14 აგვისტოდან ყირიმს საერთაშორისო გადახდის სისტემები Visa და MasterCard, რომელსაც «ГЕНБАНК» უშვებს, აღარ მოემსახურება. ამის შესახებ ყირიმის გეერალური ბანკის ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი.
ორგანიზაციაში ასევე აღნიშნეს, რომ «Мир»-ის ბარათები, მათ შორის უკონტაქტო გადახდის ფუნქციით, უფასოდ გაიცემოდა Visa-ისა და MasterCard-ის ნაცვლად.
გენერალური ბანკი ქოლ-ცენტრის სპეციალისტი აცხადებს, რომ გეენრალური ბანკი «Мир»-ის ბარათებზე იანვრიდან გადავიდა.
გენერალური ბანკი – ყირიმში მეორეა საბანკო ქსელების მიხედვით РНКБ ბანკის შემდეგ. ТАСС-ის მონაცემებით, გნერალური ბანკი , ყირიმში, ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც Visa-სა და MasterCard-ს უშვებდა.
გენერალური ბანკის თანამშრომელი, ანონიმურობის დაცვით, რუსეთის ბიბისი-ს განუცხადა, რომ აღნიშნული ბარათებზე მოთხოვნა რამოდენიმე წლის განმავლობაში მცირდებოდა.
2014 წლის დეკემბერში აშშ-მა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთის წინააღმდეგ შემოიტანა სანქციები და თავის კომპანიებს ყირიმში ბიზნესის წარმოება აუკრძალა.
თავდაპირველად, ყირიმის ბანკების მომხმარებლები ვერ იყენებდნენ ბარათებს რუსეთის ფედერაციის სხვა ტერიტორიაზე , ხოლო ყირიმის გარეთ აღებული საკრედიტო ბარათებით მომხმარრებლები ყირიმის ტერიტორიაზე ვერ სარგებლობდნენ. 2015 წლიდან, ყველა ბანკი, რომელიც Visa MasterCard-თან მუშაობდა, საგადასახადო ბარათების ნაციონალურ სისტებას შეუერთდნენ. Visa და MasterCard ჩართეს შიდარუსულ ტრანზაქციებში, ამიტომ აღნიშნული ბარათები მუშაობდა ყირიმშიც.