ყატარი ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია OPEC-ს ტოვებს

8

ყატარის ენერგეტიკის მინისტრის, საად ალ-ქააბის განცხადებით, ქვეყანა ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია OPEC-ს ტოვებს. როგორც ტელეარხი Al Jazeera იუწყება, ამის შესახებ მინისტრმა ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

OPEC-ში შედიან ნავთობმწარმოებელი ქვეყნები: ალჟირი, ანგოლა, ინდონეზია, ირანი, ერაყი, ქუვეითი, ლიბია, ნიგერია, კატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ეკვადორი და ვენესუელა. 1965 წლიდან ოპეკის საერთაშორისო შტაბ-ბინა ვენაში, ავსტრია, იმყოფება.

ორგანიზაციის მთავარი მიზანი, წესდების მიხედვით, მის წევრების ინტერესების, ინდივიდუალური და კოლექტიური, ოპტიმალურად დაცვის საშუალებების გასაზღვრაა, რაც ითვალისწინებს გზებისა და საშუალებების გამონახვას საერთაშორისო ნავთობის ბაზრებზე ფასების სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად, ზიანის მომტანი ცვალებადობის თავიდან ასაცილებლად.

მწარმოებელ ქვეყანათა ინტერესების მუდმივი დაცვა გამოიხატება მათთვის სტაბილური შემოსავლის უზრუნველყოფაში; ეფექტიანი, ეკონომიური და მუდმივი მიწოდება მომხმარებელი ქვეყნებისთვის, ასევე მომგებიანობის გარანტია კაპიტალზე, მათთვის ვინც ამ ინდუსტრიაში ინვესტიციას ახორციელებს.

Comments
Loading...