ყაზტრანსგაზი: თბილისში ერთდროულად ორ ბინაში კუსტარულად დამონტაჟენული მილებიდან გაზი ჟონავდა

21

ვაჟა ფშაველას გამზირის 25-ა-ში მცხოვრები ერთ-ერთი მობინადრის ინფორმაციით, მის აივანზე ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ავრცელებს.

“ყაზტრანსგაზ-თბილისის” სპეციალისტების მიერ შემოწმებისას დადგინდა, რომ მობინადრის მეზობლად, დაკეტილ ბინაში გაზის დიდი კონცენტრაცია იყო. გადაიკეტა სადარბაზოს ონკანი. მეზობლებისა და საპატრულო პოლიციის დახმარებით ბინის მეპატრონე მოიძებნა. სახლში შესვლისას კი დადგინდა, რომ შიდა გაყვანილობა თვითნებურად, კუსტარული წესით, ტექნიკური ნორმების დარღვევით იყო დამონტაჟებული. ბინის მფლობელს მრიცხველიდან გამომავალი რეზინის მილი გადაჭრილი ქონდა და გადაკეცილი იყო მავთულით, მილი, საიდანაც გაზი ჟონავდა (ფოტოზე ჩანს გადაჭრილი მწვანე შლანგი, თეთრი მავთულით გადაკეცილი).

გადამოწმებისას გაირკვა, რომ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებს აღნიშნულ ბინაში 2018 წლის 19 ივნისს ჩატარებული აქვს შემოწმება. დარღვევების გამო ბინას გაზმომარაგება შეუწყდა, მეპატრონეს კი უსაფრთხოების ნორმების ზეპირი ინსტრუქცია ჩაუტარდა. ამის მიუხედავად მობინადრემ ბუნებრივი გაზის მიწოდება თვითნებურად აღიდგინა. აღნიშნულ კორპუსში უსაფრთხოების მიზნით დამატებითი შემოწმებისას სპეციალისტებმა თვითნებური გაყვანილობა და დარღვევები კიდევ რამდენიმე ბინაში აღმოაჩინეს. (ფოტოზე ჩანს რკინის მილი რომელიც გადაჭრილია და თაბაშირით ამოვსებული) ყველა მათგანს მიეცა შესაბამისი ინსტრუქცია და ბინებს, სადაც დარღვევები იყო, გაზმომარაგება შეუწყდა.

მოვუწოდებთ მოსახლეობას მეტი ყურადღებისკენ და ნუ გარისკავენ საკუთარ და სხვების სიცოცხლეს მსგავსი უკანონო ქცევებით. კუსტარულად დამონტაჟებული გაზგაყვანილობა ძალიან საშიშია თქვენთვის და თქვენს კორპუსში მცხოვრები სხვა მობინადრეებისთვის”, – ნთქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments
Loading...