ყაზბეგის N55-ში დასასვენებელი სივრცე ეწყობა

18

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ყაზბეგის N55-ში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტის შედეგად, ტერიტორიაზე საბავშვო ზონა კომპლექსური ატრაქციონით, განათებისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა. დამონტაჟდება დასასვენებელი პავილიონი და სხვა ურბანული ავეჯი, ასევე, დაირგვება სხვადასხვა მცენარე.

პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 204 000 ლარს შეადგენს.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი, დავით კვინიკაძე და ვაკის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ბირბიჩაძე შეხვდნენ. მათ პროექტის დეტალები განიხილეს.

Comments
Loading...