- Advertisement -

ყაზახეთი თავის თანამგზავრს ორბიტაზე ილონ მასკის კომპანიის რაკეტა-მზიდის მეშვეობით გაიყვანს

3

პირველი ორი ყაზახური სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამგზავრის KazsaySat და KazistiSat კოსმოსში გაშვება ამერიკული Falcon 9-ის მეშვეობით მოხდება, რომელიც კომპანიამ Space X შეიმუშავა. იგი 20 ნოემბერს გაეშვება.

რაკეტის გაშვება ამერიკის შტატ კალიფორნიაში, ვანდენბერგის კოსმოდრომიდან მოხდება. გაშვების ხარჯების შესახებ ყაზახეთი აცხადებს, რომ ეს კომერციული საიდუმლოა.

“ჩვენ ამ მონაცემებს ვერ გავამხელთ, ვინაიდან ამერიკის მხარემ ასე გვთხოვა”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

პირველი სატელეკომუნიკაციო გაშვება ყაზახეთმა 2006 წლის ივნისში, ბაიკონურის კოსმოდრომიდან განახორციელა. მაშინ გაშვება რუსული რაკეტა-მზიდის მეშვეობით მოხდა.

აქამდე, 8 ოქტომბერს, SpaceX-მა, Falcon 9-ით არგენტინული თანამგზავრი SAOCOM-1A გაიყვანა ორბიტაზე. აპარატის ქვედა ორბიტაზე გაყვანა წარმატებით განხორციელდა.

Falcon 9 – ეს ნაწილობრივ მრავალჯერადი გამოყენების, მძიმე კლასის რაკეტა-მზიდია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ არის დაპროექტებული და დამზადებული.

Comments
Loading...