ქუმსიშვილი: ხელისუფლება გააგრძელებს ინვესტირებას ტურიზმის ხელშემწყობ ინფრასტრუქტურაში

535

ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მნიშვნელობაზე, რომელმაც ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს როგორც ტურისტული ნაკადის, ისე შემოსავლების ზრდა.

ამ თვალსაზრისით, ფინანსთა მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა მთის კურორტების განვითარების ხელშეწყობაზე, მათ შორის ისეთ პროექტებზე, როგორიცაა საბაგიროს მშენებლობა გუდაურში, ასევე გუდაურში ხელოვნური ტბის გაკეთება, ბიატლონის დარბაზისა და ტრამპლინის მშენებლობა ბაკურიანში, საბაგირო ჰაწვალში.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ხელისუფლება გააგრძელებს ინვესტიციებს ტურიზმის ხელშემწყობ ინფრასტრუქტურაში, რათა საქართველო მიმზიდველი გახდეს როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ტურისტებისთვის.

Comments
Loading...