ქობულია: ხაზარაძისა და ჯაფარიძის ფონი, კერძო ინვესტორებს, ანაკლიის პორტის დაძვრისთვის საჭირო კაპიტალის შეგროვებას ურთულებს

20

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა. მინისტრმა ისაუბრა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ხელისუფლება, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, მაშინვე შეუდგება ყველა დაკისრებული ვალდებულების შესრულებას, როცა დაინახავს, რომ კერძო კაპიტალი შეგროვებულია.

“ნეგატიური ფონი, რომელიც დღეს შეიქმნა მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით, კიდევ უფრო ურთულებს ამ კერძო ინვესტორებს, რომ შეაგროვონ იმ მინიმალური რაოდენობით საკუთარი კაპიტალი, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ ეს პროექტი დაძრან.

ამ საკუთარი კაპიტალის შეგროვება, და ეს არის 100 მილიონი, იყო ამ პროცესის და ამ სირთულეების დაწყებამდეც ძალიან რთული, ამ პროექტის დაფინანსებისთვის კერძო სახსრების მოზიდვა და მათი შეგროვება იყო რთული უკვე რამდენიმე ხნის განმავლობაში, მანამდეც კი, სანამ ეს პრობლემები აღმოცენდებოდა.

სახელმწიფო ვალდებულებების გაჭიანურება დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ჯერჯერობით ის მინიმალური საკუთარი კაპიტალი, რომელიც უნდა იყოს შეტანილი კერძო ინვესტორების მიერ, არ არის შეტანილი.

ჩვენ დავიწყებთ ყველაფრის შესრულებას და შევასრულებთ ყველა ვალდებულებას, როგორც კი დავინახავთ, რომ მინიმალური კერძო კაპიტალი შეგროვდა, და როგორც კი დავინახავთ, რომ ჩვენ მივიღეთ საფინანსო ინსტიტუტებისგან თანხმობა დაფინანსებაზე”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

Comments
Loading...