ქობულია: სახელმწიფო კომპანიები წარმოადგენენ მიკერძოებული გარიგებისა და ნეპოტიზმის ბუდეს

6

“სახელმწიფო კომპანიები წარმოადგენენ მიკერძოებული გარიგებისა და ნეპოტიზმის ბუდეს.” – ეს განცხადება ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა პარლამენტში მოხსენებისას გააკეთა.

“სახელმწიფო კომპანიები დღესაც წარმოადგენენ ჩვენი ეკონომიკის დიდ ნაწილს. სამწუხაროდ, წარმოადგენენ არაეფექტურობის, მიკერძოებული გარიგებისა და ნეპოტიზმის ბუდეს. კორპორატიზაციისა და სახელმწიფო კომპანიების, ნაწილობრივ მაინც, პრივატიზაციის გარეშე, რომ სტრატეგიული ინტერესი უნდა დავიტოვოთ, მაგრამ ნაწილობრივი პრივატიზაციის გარეშე, პრობლემას ვერ გადავწყვეტთ,” – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ამასთანავე, ქობულიას თქმით, სახელმწიფო სტრუქტურებში გადაწყვეტილებების დაბალი ხარისხი იგრძნობა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვიჭირს, ეს არის სახელმწიფო სტრუქტურებში გადაწყვეტილებების დაბალი ხარისხი და დაუკმაყოფილებელი სისწრაფე. როგორც ცენტრალურ ისე თვითმმართველ სტრუქტურებში ძალიან სუსტია ანალიტიკური შესაძლებლობები. უმეტესი გადაწყვეტილებები მოკლებულია ანალიტიკურ საფუძველს და მიიღება ემოციურ და ბოლომდე გაუაზრებელ საფუძველზე.” – განაცხადა ქობულიამ.

Comments
Loading...