ქობულია: მწვავე კრიტიკის ქვეშ მოვყევი, გამიკვირდა, გუნდიდან არავინ დამიცვა

24

“მმართველი გუნდიდან მე არავინ არ დამიცვა. ვერ ვხდებოდი მაშინ რა ხდებოდა. ახლა უფრო ვხვდები, მაგრამ მაშინ ეს გასაკვირი იყო”, – ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ Forbes Georgia-ს აღმასრულებელ რედაქტორთან გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეკონომიკის მინისტრობის დროს საქართველოში არ ყოფნის გამო მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა. მმართველმა გუნდმა კი არ დაიცვა.

“საქმე იყო იმაში რომ ჩემი მოლაპარაკება როგორც პრემიერთან ისე სხვებთან იყო მკაფიოდ, რომ მე ვთანმხდებოდი ამ პოზიციას მხოლოდ იმიტომ რომ თუ მექნებოდა საშუალება საქმეები გადამებარებინა, ჯანმრთელობისთვის მიმეხედა.

ჩვენი მოლაპარაკება იყო იმაზე რომ მე დავიწყებდი სრულფასოვნად სამუშაოს სექტემბრის დასაწყისში. ეს იყო მკაფიოდ მოლაპარაკებული. ამასთან ერთად ივნისი-აგვისტო ჩამოვედი საქართველოში და ვიმუშავე, თუმცა სრულფასოვნად მუშაობას შევუდექი სექტემბრიდან.

რა თქმა უნდა, მომდიოდა ხმები, როდესაც არ ვიყავი საქართველოში იმაზე რომ მე ძალიან მწვავე კრიტიკის ქვეშ მოვყევი, ჩემი საქართველოში არ ყოფნის გამო. მე მართალი რომ გითხრათ, ძალიან გამაკვირვა იმან რომ არავინ არ დამიცვა მე, ჩემი გუნდიდან. მმართველი გუნდიდან მე არავინ არ დამიცვა. ვერ ვხდებოდი მაშინ რა ხდებოდა. ახლა უფრო ვხვდები, მაგრამ მაშინ ეს გასაკვირი იყო”, – განაცხადა ქობულიამ.

Comments
Loading...