- Advertisement -

ქობულია: მიგვაჩნია, რომ ლარი წლის ბოლოსკენ აბსოლუტურად სტაბილური იქნება

13

“ჩვენ ვთვლით, რომ ლარი აბსოლუტურად სტაბილური იქნება და კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას დაუბრუნდება უკვე წლის ბოლოსკენ”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.

“ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა დღესდღეობით არის ძალიან კარგი. ექსპორტი იზრდება. ჩვენი ეკონომიკა 5,6%-ით გაიზარდა სექტემბერში. ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ლარის კურსზე.

ჩვენ ვთვლით, რომ ლარი აბსოლუტურად სტაბილური იქნება და კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას დაუბრუნდება უკვე წლის ბოლოსკენ. ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდება მომავალი ორი თვის განმავლობაში. ამიტომ, ჩვენ ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს ამასთან დაკავშირებით.

ჩვენ გავიარეთ ეროვნული ბანკის სტრატეგია ჩვენს კოლეგებთან ერთად და მიგვაჩნია, რომ ის სტრატეგია, რომელსაც ისინი მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით აწარმოებენ, აბსოლუტურად საღი და მართებულია”, – განაცხადა ქობულიამ.

მისი თქმით, ახალი წლისთვის ლარის კურსის ტენდენცია გაძლიერებისკენ მიდის, რადგან ტურისტული სეზონი იხსნება. თუმცა ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დაფიქსირებულ ლარის გაუფასურებას ქობულია “თურქეთში მომხდარ დესტაბილიზაციას” უკავშირებს.

შეკითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ლარის გამყარებას, ეკონომიკის მინისტრი პასუხობს: “არის მოსალოდნელი, რომ შეიძლება ლარის გამყარება მოხდეს” – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

Comments
Loading...