ქობულია: მიგაჩნიათ, რომ საპენსიო რეფორმით ყველა განვითარებული ქვეყანა შეცდა?

8

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას უსმენენ, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ საპენსიო რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც ეკონომიკის მინისტრი ირწმუნება, საპენსიო რეფორმა ყველა განვითარებულ და განვითარებას ქვეყანაშია დანერგილი და აქვე დასძენს: “მიგაჩნიათ, რომ ყველა განვითარებული და განვითარებადი ქვეყანა შეცდა? საქართველოს საპენსიო რეფორმა ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე სხვა ქვეყნების”.

გიგა ბოკერია დაინტერესდა, საპენსიო რეფორმის ამოქმედებამდე, აქვს თუ არა გიორგი ქობულიას საპენსიო დანაზოგი.

გიგა ბოკერია: თქვენ შეძლებული ადამიანი ხართ, საპენსიო დანაზოგი თუ გაქვთ თქვენთვის გაკეთებული? მე ვნახე თქვენი დეკლარაცია და არ გაქვთ…

გიორგი ქობულია: ეხლა დავიწყე შეტანა, როგორც კი რეფორმა ამოქმედდა.

გიგა ბოკერია: იქამდე, თქვენი ნებით, რომელიმე კერძო საპენსიო ფონდში….?

გიორგი ქობულია: რა თქმა უნდა ჩემი დანაზოგი…

გიგა ბოკერია: არა, როგორც გინდათ ისე არა, საპენსიო ფონდში შეტანილი არ გაქვთ.

გიორგი ქობულია: ჩემი დანაზოგი სადაც არის განთავსებული, ის ხომ საპენსიო ფონდის ანალოგია?

გიგა ბოკერია: რომელსაც თავისუფლად განკარგავთ და ხვალ რომ მოგინდეთ დახარჯავთ… თქვენ ბევრი ფული გაქვთ და იქაც არ გინდათ თავი შეიზღუდოთ და ყველაზე გაჭირვებულებს აძალებთ და აყენებთ ცუდ მდგომარეობაში.

Comments
Loading...