ქობულია: თითქმის არაფერს ვაწარმოებთ ექსპორტისთვის, რაც ძალიან მძიმეა ეკონომიკისთვის

8

“თითქმის ყველაფრის იმპორტია და არაფერს ვაწარმოებთ ექსპორტზე. რაც ძლიან მძიმეა ეკონომიკისთვის.” – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საშუალოდ 4%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, პოტენციალი საკმაოდ დიდია და, რა თქმა უნდა, გამოწვევები ითხოვს იმას, რომ ჩვენ ეს ზრდის ტემპი როგორმე დავაჩქაროთ.
როგორც ჩვენ ვხედავთ სიღარიბის დონე ძალიან მაღალია. მაღალია ასევე რეალური უმუშევრობის მაჩვენებელი. შეფასებით ნაწილში არის 50% ის ფარგლებში. სავაჭრო ბალანსი ჩვენს ქვეყანაში არის ნეგატიური სტაბილურად, ალბათ ჩვენ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ მსოფლიოში ნეგატიური ბალანსის მიხედვით. თითქმის ყველაფრის იმპორტია და არაფერს ვაწარმოებთ ექსპორტზე. რაც ძალიან მძიმეა ეკონომიკისთვის. საჭიროა მოსახლეობის კეთილდღეობის მომატება…

ჩვენ ეკონომიკაში ვაჭრობაზე საექსპორტო პოტენციალის შექმნა ამ ზრდის მამოძრავებელი ძალა უნდა გახდეს. იმიტომ, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან მცირეა. საქართველოს ეკონომიკა მუდმივად შინაგანი მოთხოვნის საფუძველზე ვერ გაიზრდება. ჩვენ თუ საქონელი ექსპორტზე არ გავიტანეთ ზრდა ლიმიტირებული იქნება”, – განაცხადა ქობულიამ.

Comments
Loading...