ქობულია: ეკონომიკის მინისტრად დანიშვნა ძალიან ბანალურად და მარტივად მოხდა

32

ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ Forbes Georgia-ს აღმასრულებელ რედაქტორთან გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეკონომიკის მინისტრად დანიშვნა ძალიან მარტივად და ბანალურად მოხდა.

“იყო ძალიან ბანალურად და მარტივად ყველაფერი. მმართველმა პარტიამ, პოლიტიკურმა ძალამ მოიკითხა მსოფლიოში ვინ არიან წარმატებული ქართველები ვინს ეკონომიკის დარგში მონაწილეობენ. ვინც ამ დარგში მოღვაწეობდნენ . მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი. მე დამიკავშირდნენ მოხდა ჩემსა და მათ შორის თვე ნახევრის განმავლობაში საუბარი. მათ და მე მივიღეთ გადაწყვეტილება ეს პოზიცია დამეკავებინა. ასე მარტივად იყო ყველაფერი”, – განაცხადა ქობულიამ.

ცნობისთვის, გიორგი ქობულია თანამდებობიდან დაახლოებით 2 კვირის წინ გაათავისუფლეს. ეკონომიკის მინისტრად კი მისი მოადგილე, ნათია თურნავა დაინიშნა.

Comments
Loading...