ქობულია: ეკონომიკა ჩამოშლილი არ არის, მაგრამ ორჯერ დიდი პოტენციალი გვაქვს

9

“მტკიცებას, რომ ჩვენთან ეკონომიკა ჩამოშლილია, ვერ დავეთანხმები. ჩვენთან ასე ცუდადაც არ არის საქმე და არ არის ეკონომიკა ჩამოშლილი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ორჯერ დიდი პოტენციალი, თუ გადავწყვეტთ იმ საკითხებს, რომელიც გავაჟღერე.” – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ დეპუტატების მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.

გიორგი ქობულიამ დაადასტურა, რომ ეკონომიკის 5%-იანი ზრდა რეგიონთან მიმართებაში არის დამაკმაყოფილებელი ტემპი.

“ვადასტურებ, რომ 5% რეგიონთან შედარებით არის დამაკმაყოფილებელი ზრდის ტემპები. რეგიონთან შედარებით წინ ვართ. რაც შეეხება მტკიცებას, რომ ჩვენთან ეკონომიკა ჩამოშლილია, ვერ დავეთანხმები.

ჩვენთან ასე ცუდადაც არ არის საქმე და არ არის ეკონომიკა ჩამოშლილი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ორჯერ დიდი პოტენციალი, თუ გადავწყვეტთ იმ საკითხებს, რომელიც გავაჟღერე.

შეიძლება, რეგიონთან შედარებით კარგი ზრდა გვაქვს, მაგრამ, როდესაც ჩვენ გვაქვს მაღალი სიღარიბის მაჩვენებელი, მაღალი უმუშევრობა, რა თქმა უნდა, ხალხის მოლოდინი არის, რომ ტემპი უფრო მაღალი იქნება. თუ ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ და ავითვისოთ ეს პოტენციალი? ამაშია საქმე”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

როგორც ყოფილმა მინისტრმა თქვა, მან ჯერ კიდევ შარშან განაცხადა, რომ 7% არის სამიზნე ზრდის ტემპი, მაგრამ შემდგომში იმდენი “გაჭედილი საკითხი” დაინახა, რომ შეფასება შეეცვალა.

“დღეს რომ ვთქვი 7%-9%, ეს არის თეორია და პრაქტიკული გადაწყვეტილებებია საჭირო”, – თქვა ყოფილმა მინისტრმა.

Comments
Loading...