ქობულია:რისთვის გვჭირდება სამინისტროები თუ ყველა წვრილმან საკითხს მთავრობის სხდომაზე გავიტანთ?!

5

“ყველა საკითხის გატანა მთავრობის სხდომაზე არაეფექტური და არაპროდუქტიულია”, – ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში 8-თვიანი მუშაობის თაობაზე ანგარიშით წარდგენისას განაცხადა

გიორგი ქობულიას თქმით, უნდა განისაზღვროს თემები, რომელიც მთავრობის სხდომაზე გავა.

“ჩვენ უნდა განვსაზღვროთ მთავრობის სხდომაზე რისი გატანა ხდება. რას აკეთებს მთავრობის ადმინისტრაცია და რას არ აკეთებს? ყველა საკითხის გატანა მთავრობის სხდომაზე არაეფექტური და არაპროდუქტიულია. ჩვენ ამის რეგლამენტი უნდა განვსაზღვროთ – რისთვის გვჭირდება სამინისტროები თუ ყველა წვრილმან საკითხს მთავრობის სხდომაზე გავიტანთ. ეს ორი ტექნიკური მგონი კონკრეტულია რაც უნდა გაკეთდე.” – განაცხადა ქობულიამ.

Comments
Loading...