- Advertisement -

ქართული პროდუქცია საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე წარდგება

13

21-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” და გაეროს საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის მხარდაჭერით, 18 ქართული ექსპორტიორი კომპანია საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე “SIAL Paris 2018” წარდგება.

SIAL Paris 2018 ევროპის მასშტაბით უმსხვილესი საკვები ინოვაციების სავაჭრო გამოფენაა. ღონისძიებას 150 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს და წელს 7 000-ზე მეტ სასმელი და საკვები პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს მსოფლიოს 109 ქვეყნიდან.

ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ: შპს “ჯეოპლანტი”, შპს “კულა”, შპს “მანა”, შპს “ქართული ლუდის კომპანია”, შპს “არომაპროდუქტი”, შპს “ბიპისი”, შპს “აერკომპანი”, შპს “ანკა ფეარ თრეიდი”, შპს “გემუანი”, შპს “Georgian Hazelnut Corporation”, შპს “ჯორჯიან პროდაქტს რენესანს”, შპს “კავკაზანი”, შპს “მაუნთინ ფუდს”, შპს “ნათსჯი”, შპს “ტურალ გრუპი”, შპს “ვესთნატი”, შპს “ელლენ & კომპანი”, შპს “ჯორჯიან ნექტარი”. კომპანიები ფართო საზოგადოებას ქართული წარმოების ხილისა და ბოსტნეულის წვენებს, ლიმონათს, ლუდს, ჩაის, დაფნას და თხილს წარუდგენენ.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული გამოფენა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ქართული საკვები/სასმელი კომპანიებისთვის, კერძოდ 2016 წელს სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაზე SIAL Paris 12 ქართული კომპანია მონაწილეობდა, 2017 წლის მონაცემებით კი გაფორმებული კონტრაქტების ღირებულება 2, 300 000 აშშ დოლარს აღემატება.

სააგენტო “აწარმოე საქართველოში” მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით.

Comments
Loading...