ქართველი ხელოვანები რუსეთის ავტორთა და შემსრულებელთა ორგანიზაციებს დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ

11

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) წარმოადგენს ერთადერთ უფლებამოსილ ორგანიზაციას საქართველოში, რომელსაც კანონის შესაბამისად გააჩნია ჩვენი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის უფლებამოსილება.

შესაბამისად, ჩვენს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, მხოლოდ GCA ახორციელებს ჩვენი რეპერტუარის მართვას და ჰონორარის შეგროვება-განაწილებას როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, რუსეთის ჩათვლით.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ა/წლის მარტში შეიქმნა “საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია” (GERA), რომელიც პრეტენზიას აცხადებს იყოს კოლექტიური მართვის ორგანიზაცია. GERA-ს მცდელობა წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას, რადგან კანონი არ ითვალისწინებს GCA-ს კონკურენტი ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას საქართველოში და შესაბამისად ყველანაირი კავშირი GERA-თან არის არალეგიტიმური. ეს საეჭვო ორგანიზაცია აქტიურად ეწევა ასოციაციის დისკრედიტაციას და ავრცელებს დეზინფორამციას. მათ შორის იმას, რომ RAO-ს შეწყვეტილი აქვს ხელშეკრულება GCA-თან, რაც სიმართლეს არ წარმოადგენს, რადგან, როგორც ასოციაციისგან გვეცნობა, ხელშეკრულების გაწყვეტა დაკავშირებულია შესაბამის იურიდიულ პროცედურებთან, რაც არ განხორციელებულა.

გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ GCA-ს და თქვენს ორგანიზაციებს (RAO, VOIS) შორის ხელშეკრულებების შეწყვეტით დაირღვევა ჩვენი საავტორო უფლებები, რადგან, საქართველოში სხვა კოლექტიური ორგანიზაციის არ არსებობის გამო, ჩვენი უფლებების განხორციელება შეუძლებელი გახდება რუსეთის ტერიტორიაზე, რაც იქნება დისკრიმინაციული ჩვენს მიმართ. იგივე მოხდება რუსი ავტორების შემთხვევაშიც, რადგან GCA-ს გარდა ვერავინ შეძლებს შეაგროვოს მათი ჰონორარი საქართველოს ტერიტორიაზე. გამომდინარე აქედან, მოგიწოდებთ შეასრულოთ GCA-ს და თქვენს შორის არსებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები.

მიმართვა შედგენილია GCA-ს საერთო კრებაზე და მას ხელს ვაწერთ ასოციაციის წევრები:

Comments
Loading...