ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე ფილმში გადაიღეს

33

ბერგენის ნაციონალურმა ოპერამ  პეილინგ ფილმითან თანამშრომლობით გადაიღო  ფილმი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპერის “კარმენის” შესახებ, სადაც მთავარ როლს ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე ასრულებს.

ის წლებია მსოფლიო სცენებზე დიდი წარმატებით გამოდის ბოშა ქალის როლით. ფილმის სცენარი ინსპირირებულია ბიზეს უკვდავი ოპერის სიუჟეტით, რომელიც კორონა ვირუსით გამოწვეული სრული იზოლაციის პერიოდში ვითარდება.

გადაღებები მიდიოდა მსოფლიოს სხვა და სხვა კუთხეში ესპანეთი, ნორვეგია, ინგლისი და სხვა. ქეთევან ქემოკლიძე ფილმში არა მარტო ასრულებს კარმენის პარტიას არამედ ის გვევლინება ცნობილ ინფლუესერად, რომელსაც საკუთარი “ფანი” (თაყვანისმცემელი) განგმირავს. ფილმი მალე გამოვა ეკრანებზე. უნდა ავღნიშნოთ, რომეს ქეთევან ქემოკლიძისათვის უკვე მეორე ფილმი, ლეგენდარული ესპანელი რეჟისორის კარლოს საურას “მე, დონ ჯოვანის” შემდეგ.

Comments
Loading...