- Advertisement -

ქალბატონები როდესაც ლუდს მიირთმევენ, გაცილებით ბედნიერები არიან

8

კარგი ახალი ამბავი იმ ქალებატონებისთვის, რომლებსაც უყვართ ლუდი და დღიური ნორმა ლუდის მიღებაზეც არ ამბობენ უარს! შვედეთში არსებული გოტენბურგის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, დამტკიცდა, რომ ლუდის ზომიერი რაოდენობით მიღება ამცირებს გულის შეტევებსა და ზრდის ბედნიერების მაჩვენებელს.

უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება ქალბატონების ჯანმრთელობისათვის შესაძლოა, მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი აღმოჩნდეს. კვლევებმა ცხადყო, რომ კვირის განმავლობაში, ლუდის ერთხელ ან ორჯერ მირთმევა 30%-ით ამცირებს გულის შეტევის რისკს. აღნიშნული მონაცემები მკვლევარებმა იმ ქალებზე დაკვირვების შედეგად მიიღეს, რომლებიც საერთოდ არ სვამენ, ან თუკი სვამენ – დიდი რაოდენობით.

კვლევამ აგრეთვე აჩვენა, რომ თუკი ჯინ-ტონიკს ანიჭებთ უპირატესობას, ზომიერი რაოდენობითაც რომ მიიღოთ, კოქტეილებმა, რომლებშიც დიდია სპირტის შემცველობა, შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს თქვენს ჯანმრთელობაზე. მძიმე ალკოჰოლის თვეში ორზე მეტჯერ მიღება პირდაპირ კორელაციაშია კიბოსგან სიკვდილიანობის რისკის მაჩვენებლის 50%-ით ზრდასთან. ამ შემთხვევაში ნამდვილად გასათვალისწინებელია ის, რომ ლუდის სმა რა თქმა უნდა, უმჯობესია, თანაც მისი მიღება ქალბატონებს აბედნიერებს კიდეც! კვლევაში აღნიშნულია, რომ კვირის განმავლობაში ლუდის ერთხელ, ან ორჯერ მიღება სრულიად ნორმალური და მისასალმებელია.

აღნიშნული კვლევა გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალ Journal of Primary Health Care-ში. კვლევა 50 წლის განმავლობაში, 1,500 ქალზე დაკვირვებით ტარდებოდა.

ასე რომ, მეტი რა უკეთესი საბაბია საჭირო იმისათვის, რომ სახლის პირობებში ლუდის ხარშვა დაიწყოთ? ან სულაც 1-2 კათხა მივირთვათ?

Comments
Loading...