- Advertisement -

ქალაქ ქუთაისის რამდენიმე ქუჩას 1-2 ნოემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

7

მიმდინარე წლის 1 ნოემბრის დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ ქუთაისში ნიკეას ქუჩას №1-9-მდე, ნიკეას ქუჩის I შესახვევის №5, 6, 6ა, 9, 11, 13, 11ბ-ს, ჭავჭავაძის გამზირის №1, 1-2, 1ა, 1ბ-ს გაზმომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” ავრცელებს.

ხოლო 1 ნოემბრის დილის 09:00 საათიდან 2 ნოემბრის საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ ქუთაისის შემდეგ ქუჩებს აბაშიძეს, გოგოლს, გურამიშვილს, დეპოს, ლეონიძეს, მოსკოვს, ჩორგოლიანს, ჭყონდიდელს, ბალანჩივაძეს შესახვევებითა და ჩიხებით, ახალგაზრდობის გამზირს №2-დან №104-ის ჩათვლით და №1-დან №21-ის ჩათვლით, ასევე ახალგაზრდობის გამზირის I და II შესახვევებს, გორს, ბაგრატიონს, ლომთათიძის ქუჩის №2, 4, 17-ს, ნიკო მარს, ხაბეიშვილის ქუჩის №45, 47, 49, 51-ს, ჯორჯიაშვილის ქუჩას №76-დან ბოლომდე და №97-დან ბოლომდე შეუწყდება ბუნებრივი გაზის მიწოდება.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

Comments
Loading...