- Advertisement -

ქალაქ ფოთის რამდენიმე ქუჩას 15 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

46

მიმდინარე წლის 15 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ ფოთში შემდეგი ქუჩებს ოძელაშვილს, ტაბიძეს, ვაჩნაძეს, კოკაიას, ელადას, ბარბაქაძეს, სარსანიას, არზიანს, რკინიგზას, სამეგრელოს, სევასტოპოლსა და სულხან-საბა ორბელიანს გაზმომარაგება შეუწყდება.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 15 აგვისტოს 18:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ამის შესახებ ინფორმაციას "სოკარ ჯორჯია გაზი" ავრცელებს. 

Comments
Loading...