ქალაქ დედოფლისწყაროსა და სოფელ სამრეკლოს 15 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

55

მიმდინარე წლის 15 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან საღამოს 16:00 საათამდე ქალაქ დედოფლისწყაროსა და სოფელ სამრეკლოს გაზმომარაგება შეუწყდება.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 15 აგვისტოს 16:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ამის შესახებ ინფორმაციას "სოკარ ჯორჯია გაზი" ავრცელებს. 

Comments
Loading...