- Advertisement -

ფხაკაძე: ხელისუფლება მაქსიმალურად ითვალისწინებს ჩვენს ინტერესებს

7

ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას “ვისოლ ჯგუფის” ხელმძღვანელმა, თუ რომელი ხელისუფლების დროს იგრძნობოდა ბიზნესზე ზეწოლა ყველაზე მეტად.

სოსო ფხაკაძის თქმით, ბიზნეს ასოციაციის წევრებიდან ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტი არ დაფიქსირებულა და რომ ხელისუფლება ყოველთვის ითვალისწინებს მათ ხედვებს.

“ამ ასოციაციის წევრებიდან, არ მინახავს რომ ვინმეს ეთქვას, ჩვენ ზეწოლას ვგრძნობთ წლევანდელი ხელისუფლების მხრიდანო. არის წარმატებები, არის პრობლემები, არის საკითხები, რომელიც ტექნიკური ხასიათისაა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის, რომ რეგულაციები, რაც შემოდის ქვეყანაში, ამ რეგულაციებზე არის მუდმივი კომუნიკაცია ხელისუფლებასთან.

ჩვენ აზრს ვაფიქსირებთ, თუ რა მოგვწონს, ან რა არ მოგვწონს ამა თუ იმ რეგულაციაში. ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ყოველთვის გაითვალისწინებს ჩვენს ხედვებს, ესე ვერ მოხდება, რეალისტები და პრაგმატები ვართ ვაღიარებ, მაგრამ მაქსიმალურად ხდება ჩვენი ინტერესების გათვალისწინება”, – აცხადებს ფხაკაძე.

Comments
Loading...