ფხაკაძე: ბიზნესზე ზეწოლას და შევიწროებას ხელისუფლების მხრიდან ვერ ვხედავთ

14

ამის შესახებ “ვისოლ ჯგუფის” ხელმძღვანელმა სოსო ფხაკაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ფხაკაძის თქმით, არც კულუარულ, არც პირად საუბრებში არ ფიქსირდება, რომ ბიზნესი შევიწროებულია.

“საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აერთიანებს დაახლოებით 70-მდე ბიზნესკომპანიას. ეს არის ჩვენი შიდა პროდუქტის ძალიან დიდი ნაწილი. არც კულუარულ, არც პირად საუბრებში, არც ასეთი ტიპის შეხვედრებზე არ ფიქსირდება, რომ ბიზნესი შევიწროებულია და რაიმე პრობლემაა.

ჩვენი განწყობა, ჩვენი რეალური ხედვაა, ძალიან კარგი კომუნიკაციაა ხელისუფლებასთან. პრობლემები ყოველთვის იქნება, მაგრამ ზეწოლას და შევიწროებას ვერ ვხედავთ.

ჩვენ ნებისმიერ საკითხზე, ყოველთვის გვაქვს ადეკვატური პასუხი ხელისუფლებისგან. კიდევ ერთხელ, პათოსი და და თქმა, რომ ქართულ ბიზნესში ჩვენ პრობლემები გვაქვს ხელისუფლებასთან, რომელსაც ვერ აგვარებ, ასეთი არ გვაქვს. ამიტომ არსებობს ეს ასოციაცია”, – განაცხადა ფხაკაძემ.

Comments
Loading...