ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: საქართველო არის ეკონომიკური რეფორმების ლიდერი

9

ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველო არის ეკონომიკური რეფორმების ლიდერი. გერმანიისთვის ალბათ სამაგალითო და სანიმუშო. საქართველო არის და რჩება ძალიან მიმზიდველ ადგილად, ძალიან მიმზიდველ ქვეყნად გერმანელი და არამხოლოდ გერმანელი ინვესტორებისთვის. ეს არის ძალიან გასახარი ფაქტი, რომელითაც ორივე ქვეყანა ვამაყობთ. ჯერჯერობით ბოლომდე ამოწურული არ არის ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობები.

პრეზიდენტმა ახსენა განათლება. ჩვენ დუალური განათლების გამოცდილება გაგვაჩნია და მზად ვართ, გაგიზიაროთ ნებისმიერ ფორმატში“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

Comments
Loading...