ფრანგულმა Louis Vuitton Moet Hennessy-მ შესაძლოა Tiffany & Co 14,5 მილიარდ აშშ დოლარად შეისყიდოს

4

კომპანიების ფრანგულმა ქსელმა Louis Vuitton Moet Hennessy (LVMH), ძვირადღირებული სამკაულების ამერიკულ ბრენდს Tiffany & Co, აქციაზე 120 აშშ დოლარად მთელი კომპანიის შესყიდვა შესთავაზა. ამის შესახებ Tiffanyს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

Tiffany აღნიშნავს, რომ კომპანიის შეთავაზება ვალდებულებას არ წარმოადგენს და რომ მხარეები არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

ამასთან, კომპანია წერს, რომ იგი გულდასმით განიხილავს შემოთავაზებულ წინადადებას დამოუკიდებელ ფინანსურ და იურიდიულ კონსულტანტებთან ერთად, რათა განსაზღვროს მოქმედების მიმართულება, რომელიც შეესაბამება კომპანიისა და მისი აქციონერების ინტერესებს.

27 ოქტომბერს, Bloomberg-მა დაწერა, რომ ფრანგული Louis Vuitton Moet Hennessy (LVMH) აწარმოებს მოლაპარაკებებს Tiffany & Co-ს შესყიდვასთან დაკავშირებით. როგორც სააგენტო წერდა, მოლაპარაკებები ფარულად მიმდინარეობს და მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. მომდევნო დრეს კი The Wall Street Journal-ა და Bloomberg-მა დაწერეს, რომ LVMH-ის შეთავაზება Tiffany-ს 14,5 მილიარდ აშშ დოლარად, ან თითო აქციის 120 აშშ დოლარად შესყიდვა იყო.

იმ შემთხვევაში, თუ გარიგება შედგება, ეს Louis Vuitton Moet Hennessy-სთვის, 2017 წელს Christian Dior-ს შესყიდვის შემდეგ ყველაზე ძვირადღირებული შეთანხმება იქნება.

Comments
Loading...