ფრანგული კომპანია Pernod Ricard SA ამერიკულ Castle Brands-ს 223 მილიონ აშშ დოლარად შეისყიდის

6

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ფრანგული კომპანია Pernod Ricard SA ამერიკულ კომპანია Castle Brands-ს შეისყიდის.

ამერიკული Castle Brands-იც ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიაა. შეთანხმების ღირებულება დაახლოებით 223 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

შეთანხმების შედეგად, ფრანგული კომპანია გახდება Jefferson’s-ის ბრენდის ბურბონის, Clontarf Castle-ის და Knappogue Castle -ის ბრენდების ვისკის, Goslings-ის ბრენდის რომის მფლობელი. Castle Brands-ის მოგებამ 95,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიის მოგების ძირითადი ნაწილი კი ბურბონ Jefferson’s-ის დამსახურებაა.

Pernod Ricard-მა აქამდე განაცხადა, რომ 2019 საფინანსო წლის განმავლობაში მისი მოგება 8%-ით შემცირდა და 1,5 მილიარდი ევრო შეადგინა. კომპანიის აქციები პარასკევს, Castle Brands-ის შეძენის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შედეგად თითქმის 3%-ით გაძვირდა.

Comments
Loading...