ფოტოაპარატ “ზენიტის” წარმოება განახლდება

91

კრასნოგორსკის ქარხანამ და Leica-მ “ზენიტის” ფოტოაპარატების წარმოების განახლება გადაწყვიტა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქარხნებში აცხადებენ, რომ ეს არ იქნება განსაკუთრებული მახასიათებლების მქონე პროდუქცია, ეს იქნება სერიული ფოტოაპარატები და ყოველ მათგანს ექნება შესაბამისი უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სულ გამოუშვებენ კამერას და “ზენიტარის” ლინზას. “ზენიტ-მ”-ს ფასი ფოტოაპარატების საშუალო ფასებზე მაღალი იქნება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს თანხა 5-დან 6 ათას ევრომდე იქნება.

დეკემბრიდან პროდუქცია ევროპის ბაზრებზე გამოჩნდება, ხოლო 2019 წლის იანვრიდან, რუსეთის ბაზარზეც. იგი აგრეთვე გაიყიდება კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და კიდევ რამდენიმე ონლაინ საიტზე.

ზენიტი – ეს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ერთობიექტივიანი სარკისებრი ფოტოაპარატია, რომელიც პენტაპრიზმით არის აღჭურვილი. მისი წარმოება კი 1952-დან 1956 წლამდე ხდებოდა. მოგვიანებით იწარმოებოდა მოდელი “ზენიტ-C” (1955-1961) და “ზენიტ-3” (1960-1962).

Comments
Loading...