- Advertisement -

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ახალი საბაჟო კოდექსით უქმდება რეექსპორტის სასაქონლო ოპერაცია

48

ახალი საბაჟო კოდექსით, უქმდება რეექსპორტის სასაქონლო ოპერაცია და რეექსპორტის განხილვა მოხდება როგორც საქონლის მარტივი დამუშავება – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის განხილვისას.

აღარ იქნება საჭირო რეექსპორტის დეკლარაციის წარგდენა და შესაბამისი საფასურის გადახდა. მარტივდება საქონლის დროებით შენახვის დასრულება და მარტივდება თავისუფალი ზონის პროცედურის დასრულება. სიახლე ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონალური სავაჭრო ჰაბის განვითარებას.

ახალი საბაჟო კოდექსით შესაძლებელია იმპორტის გადასახადის დაბრუნება ან ჩათვლა. ახალი საბაჟო კოდექსით, იმპორტიორი სრულად დაიბრუნებს მსუბუქ ავტომობილსა და მოტოციკლზე  გადახდილ იმპორტის გადასახადის თანხას, თუ ის იმპორტიდან 90 დღის განმავლობაში გავა ექსპორტზე. შესაბამისად, საქართველოში გადახდილი იმპორტის გადასახადი არ აისახება სატრანსპორტო საშუალების სარეალიზაციო ფასში, რაც იმპორტიორს გაუადვილებს საზღვარგარეთ მის რეალიზაციას.

Comments
Loading...