ფალიაშვილის N33ა-ში ასფალტის საფარი განახლდა

13

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ფალიაშვილის 33ა-ში გზის საფარის აღდგენა დასრულდა. ასფალტი, დაახლოებით, 600 კვ. მ ფართობზე დაიგო.

პროექტის ღირებულება 18000 ლარს შეადგენს. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე კი, აღნიშნულ მისამართზე მოწესრიგდა წყალარინების შიდა ქსელი.

ადგილობრივ მცხოვრებებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.

Comments
Loading...