უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებს ქართული პარტიებისთვის შემოწირულობა აეკრძალათ

14

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ოფშორში არსებული არაიდენტიფიცირებადი კომპანიები საქართველოში რეგისტრირებულ პარტიებს ფინანსურ შემოწირულობას ვერ გაუწევენ, რადგან საგაზაფხულო სესიაზე მიღებული კანონმდებლობით მათ ეს აეკრძალათ.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, შემომწირველი შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ტერიტორიაზე და რომლის პარტნიორები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში რეგისტრირებული ის იურიდიული პირები არიან, რომელთა საბოლოო ბენეფიციარები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან.

ძველი ვერსიით შემომწირველი კომპანიის პარტნიორი შეიძლებოდა ყოფილიყო უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირი, თუ მისი საბოლოო ბენეფიციარი საქართველოს მოქალაქე იქნებოდა.

Comments
Loading...