უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ივნისში 62.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

7

უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ივნისში 62.6 მლნ აშშ დოლარით (1.0 პროცენტით) გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 6.41 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ამ კატეგორიის კრედიტების 60.6 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 89.2 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად იურიდიული პირების გრძელვადიანი დაკრედიტებით არის გამოწვეული.

Comments
Loading...