უსაფრთხოების ბალიშთან დაკავშირებული ხარვეზის გამო, Toyota 3,4 მილიონ ავტომობილს უკან გაიხმობს

9

კომპანია Toyota Motor Corp.-ი, ელექტრონული დეფექტის გამო, რომლის მიზეზითაც უსაფრთხოების ბალიში შესაძლოა არ გაიშალოს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკან 3,4 მილიონ ავტომობილს გაიხმობს. ამის შესახებ შესაბამისს განცხადებას კომპანია ავრცელებს.

მათ შორის 2,9 მილიონი ავტომობილი აშშ-დან იქნება უკან გახმობილი. კერძოდ, საუბარია 2011-2019 წლებში გამოშვებულ მოდელ Toyota Corolla-ზე, აგრეთვე 2011-2013 წლების Matrix, 2012-2018 წლების Avalon და 2013-2018 წლების Avalon-ის ჰიბრიდულ მოდელებზე.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, გასული წლის აპრილში, აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ეროვნულმა სააგენტომ, აღნიშნული დეფექტი ორი საგზაო შემთხვევის შედეგად აღმოაჩინა. ერთ-ერთი ინციდენტის გამო ადამიანი დაიღუპა, რის მიზეზადაც უსაფრთხოების ბალიშის დისფუნქცია სახელდება.

Comments
Loading...